პროფესიონალი ბარმენების კოქტეილ-ბარი

„ქოქთეილ ფექტორი“ 2018 წლის ივნისში სამმა მეგობარმა, პროფესიონალმა ბარმენმა გახსნა, და ბარს მთელ ქარხანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. აქ რეგულარულად იწვევენ ბარმენებს უცხოეთის ცნობილი ბარებიდან, საფირმო „თბილისურ მიულს“ კი კერამიკულ დოქში მიირთმევენ.
ბარი საღამოს რვაზე იღება და გვიან ღამემდე ცოცხლობს. სტუმრები გირჩევენ ბარმენებს ენდოთ: ისინი თავად შეგირჩევენ სასმელს განწყობის მიხედვით.