საცხობი და კაფე ზაარბრიუკენის მოედანზე
საცხობი კაფით მარცხენა სანაპიროზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, მშრალი ხიდის გადაღმა. ბაზრობის შემდეგ აქ სადილად შესვლა მოსახერხებელია: მენიუში ქართული ცომეული და ცხელი კერძებია.
Puri Guliani-ს ქალაქში რამდენიმე მისამართი აქვს, ეს კი მდინარის პირას დგას. დიდ ჯგუფს სჯობს წინასწარ დარეკოს.