არტ-სასტუმრო სოლოლაკში

სასტუმრო „იოტა“ სოლოლაკში, მთაწმინდის ძირში მდებარე ძველ თბილისურ უბანში, ლერმონტოვის ქუჩის 10 ნომერში დგას. მას ადვილად იცნობ სპილენძით მოპირკეთებული კედლებით. 2018 წელს World Luxury Hotel Awards-მა ის საუკეთესო ლუქს-კლასის არტ-სასტუმროდ დაასახელა.
სახელს მეპატრონეები ასე ხსნიან: იოტა, ძველი ქართული ანბანის ასო, მეცხრამეტე საუკუნეში ხმარებიდან რომ გავიდა, ქართულადაც და ინგლისურადაც უმცირეს რაოდენობას ნიშნავს. მაგრამ უმცირეს ნივთშიც შეიძლება რაღაც დიდი იმალებოდეს, და „იოტა“ სისადავეში დავანებული სიღრმისა და სიბრძნის სიმბოლოდაა ჩაფიქრებული. შიგნით ნაცრისფერი ბეტონია, თბილი ხე და ჟანგისფერი ქსოვილები, ნომრები კი, პატარა ერთადგილიანი ოთახებიდან ბოლო სართულზე ტერასიან ლუქსამდე, ბაღს ან ქალაქს გადაჰყურებს.
ვესტიბიულში რესტორანი IOTA Garden მუშაობს იაპონური და ევროპული სამზარეულოთი, მისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღები კი ისეთ შეგრძნებას ქმნის, თითქოს ქალაქის შუაგულში ბუნებაში ზიხარ. გვერდით მეორე რესტორანია, „ღუმელი“, რომელსაც სასტუმრო თბილისის ყველაზე თბილ ადგილს უწოდებს. არის შეხვედრების დარბაზი, სტუმრებს კი მეზობლად მდებარე ფიტნეს-კლუბში ატარებენ.