თანამედროვე ქართული ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობა, 1996 წლიდან

Vernissage Gallery დაარსდა 1996 წელს. გალერეის ძირითადი მიმართულებაა თანამედროვე ქართული ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობა. როგორც ერთ-ერთი პირველი გალერეა, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში გაიხსნა, ის დღემდე აქტიურად მუშაობს ხელოვნების ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე და თანამშრომლობს სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანებთან.
Vernissage Gallery ექსკლუზიურად წარმოადგენს არაერთ მნიშვნელოვან ქართველ ავტორს. 1996 წლიდან დღემდე გალერეაში სამასამდე გამოფენა გაიხსნა.
გალერეა გთავაზობთ სხვადასხვა სერვისს: გამოფენის დაგეგმვა, კოლექციების შეფასება, კოლექციების კურირება და შედგენა, კატალოგების გამოცემა, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და აღწერა, აუქციონებზე მუშაობა, საჯარო და კორპორატიული პროექტები. Vernissage Gallery შოთა რუსთაველის გამზირზე, №36-შია და ღიაა 12-დან 19 საათამდე.