სასტუმრო ძველ ქალაქზე

„ამბასადორის“ ისტორია 2004 წელს სასტუმროთი კი არა, რესტორნით დაიწყო. ის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე გაიხსნა, და იქიდან ძველ ქალაქზე ისეთი ხედი იშლებოდა, რომ ტურისტები მხოლოდ მის სანახავად მოდიოდნენ. სწორედ ამან უკარნახა მეპატრონეებს რესტორნის ადგილას სასტუმროს აშენება, თავიდან სულ პატარასი, სულ შვიდი ნომრით.
სასტუმრო მალე როგორც ქალაქელებისთვის, ისე ჩამოსულებისთვის ცნობილ ადგილად იქცა და ნომრები აღარ ჰყოფნიდა. 2013 წელს ძველ შენობას იტალიელი არქიტექტორებისა და დიზაინერების პროექტით ახალი მიაშენეს, და დღეს „ამბასადორში“ 121 ნომერია: ჩვეულებრივი ოთახებიდან საოჯახო და კუთხის ლუქსებამდე და სამეფო ლუქსამდე.
სასტუმროს მთავარ სიმდიდრედ კვლავ ტერასები და ხედი რჩება: იქიდან ძველი ქალაქის სახურავები და მდინარე ჩანს. აქ მუშაობს რესტორნები „დაირა“ და „მოზაიკო“ საკუთარი ტერასით, სპა და სილამაზის სალონი, შენობაში კი კაზინოცაა.