საქართველო line ქართული ისტორიული არქივი

ნარეკლიშვილი და შვილები

Qvevri Wine Cellar, ივანე ნარეკლიშვილი

ნარეკლიშვილი და შვილები
Photo: Nareklishvili & Son's Winery

ნარეკლიშვილების ოჯახი კახეთში ღვინოს 1850 წლიდან აყენებს, ეს წელი ეტიკეტზეც წერია. დღეს მეურნეობას სახელით „Qvevri Wine Cellar“ ივანე ნარეკლიშვილი უძღვება, მისი ვენახები და მარანი კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშია.

ივანე ისე მუშაობს, როგორც დიდმა ბაბუამ ასწავლა: ყურძენი ქვევრში მთლიანი მტევნებით, კლერტითა და კანით დუღს, შემდეგ კი თვეობით ჭაჭაზე დგას. ასე დგება ქარვისფერი ღვინოები რქაწითელისგან, კახური მწვანისგან, ქისისგან, ხიხვისა და კახური მწვივანისგან და წითელი საფერავისგან. მეურნეობის ღვინო აშშ-ში, ჩეხეთსა და ლატვიაში იყიდება.

აპლიკაციაში გახსნა →

← ალაპიანის მარანი · ლაგვინარი →

განყოფილების ყველა ჩანაწერი

ენები: RUENDE